15, იანვარი 2020 17:01:00
კიდევ ერთი საჯარო მოხელე დატოვებს თანამდებობას "TV 25"-ის სიუჟეტის შემდეგ - გადაწყვეტილებას ხულოს მერი რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაახმოვანებს. საქმე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს გურამ ხოზრევანიძეს ეხება, რომელმაც შვილი იმ ორგანიზაციაში დაასაქმა, სადაც თავად მუშაობს. ვახტანგ ბერიძის თქმით, სამსახურეობრივი მოკვლევა უკვე დასრულებულია და გადაწყვეტილებაც მიღებულია. "ეს ადამიანი იქ აღარ იმუშავებს, სადაც იყო დღემდე, ყველაფერს მალე გაიგებთ " - გვითხრა სატელეფონო საუბრისას მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა. ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა შვილი ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში კონკურსის გარეშე დაასაქმა. თამილა ხოზრევანიძემ კი თქვა, რომ მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმი სიახლე არ არის